LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი და რიზ უიზერსფუნი ახალ დეტექტიურ სერიალში (თრეილერი)

105

ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველი თიზერი HBO-ს ახალი სერიალიდან „დიდი პატარა ტყუილი“. ახალ ლიმიტირებულ სერიალში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსფუნი დ შეილინ ვუდლი ასრულებენ.
ქალბატონები მშობლების როლს განასახიერებენ, რომლებიც ერთი მკვლელობის გარშემო ერთიანდებიან. უიზერსფუნი განქორწინებულ ქალს თამაშობს, რომლის მეზობლადაც ყოფილი ქმარი და მისი ახალი ცოლი გადმოდიან. კიდმანი ტყუპების დედის როლში გვევლინება, რომელიც მეუღლესთან ერთად მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე ხდება იმ ბაღში, სადაც ხდება მკვლელობა. ხოლო შეილინ ვუდლი მარტოხელა დედის როლს განასახიერებს, რომლის წარსულიც საიდუმლოებებით არის მოცული.

თიზერიდან ჩანს, რომ სერიალი საკმაოდ სინტერესო და დაძაბული გამოვა. პრემიერა კი 2017 წელსაა დაგეგმილი.

https://www.youtube.com/watch?v=nS0UsecjHx8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები