LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი „ლომის“ პრემიერაზე ბრწყინავდა

87

ორშაბათს, ნიკოლ კიდმანი მეუღლესთან, კიტ ურბანთან ერთად თავისი ახალი ფილმის, „ლომის“ ავსტრალიურ პრემიერაზე გამოჩნდა. ცერემონია სიდნეის ეროვნულ თეატრში გაიმართა. 49 წლის ლამაზმანი წითელ ხალიჩაზე, როგორც ყოველთვის, უნაკლოდ გამოიყურებოდა.

არჩევანი მან დიზაინერ Erdem-ის ცისფერ კაბაზე გააკეთა. კიდმანს მსუბუქი მაკიაჟი და თმის სადა ვარცხნილობა ჰქონდა. აქსესუარებიდან მან უპირატესობა ვერცხლისფერ საყურეს მიანიჭა, ფეხზე კი – მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელს.

შეგახსენებთ, რომ ფილმით „ლომი“ ნიკოლ კიდმანი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაზე – „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი“ არის წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები