LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი „ოსკარებზე“ მეუღლის გარეშე გამოცხადდა

376

50 წლის ნიკოლ კიდმანი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს დაჯილდოებაზე განუმეორებლად გამოიყურებოდა. სპეციალურად 90-ე ღონისძიებისთვის მან Armani Prive-ის  ლურჯი ფერის კაბა შეარჩია, რომელსაც უზარმაზარი ბაფთა ამშვენებდა.

„ოსკარებისთვის“ შერჩეულ კაბას კიდმანმა Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი,  Fred Leighton-ის სამკაული და Omega-ს საათი შეუხამა. მსახიობმა უარი თქვა მკვეთრ მაკიაჟზე.

აღსანიშნავი და თვალშისაცემი იყო ის ფაქტიც, რომ კიდმანი ცერემონიაზე მარტო მივიდა. ვარსკვლავი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან წვეულებაზე კიტ ურბანთან ერთად დადის, ამჯერად მის გარეშე გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ კიდმანმა „ოსკარი“ 1994 წელს ფილმისთვის „საათები“ მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები