LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი პანკური ვარცხნილობით ახალი ფილმის თრეილერში (ფოტო/ვიდეო)

125

ჯონ კამერონ მიტჩელის ახალი ფილმის თრეილერი უკვე ინტერნეტშია. „როგორ ავალაპარაკოთ გოგონა წვეულებაზე” ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომლის პირველი თიზერი გასული წლის შემოდგომაზე ვიხილეთ.

საინტერესოა, რომ ახალ კინოსურათში მაყურებელი ლეგენდარულ ნიკოლ კიდმანს პანკის ამპლუაში იხილავს. თრეილერში 50 წლის ვარსკვლავი საოცრად ეფექტურად გამოიყურება და როლშიც დამაჯერებლად შედის.

ფილმში მოქმედება 1977 წელს ვითარდება და ის ნილ გეიმანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. ერთ-ერთ მთავარ როლს ფილმში ელ ფანინგი ასრულებს, რომელიც ფილმის კიდევ ერთ მთავარ გმირს, ალეკს შარპას უყვარდება. ის თინეიჯერი პანკი გოგონაა, რომელსაც სიცოცხლის მხოლოდ 48 საათი აქვს დარჩენილი. ახალი ფილმის ნახვა მაისის ბოლოს იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები