LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანის ტაში კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია (ფოტო)

144

ნიკოლ კიდმანი თავის საფირმო ტაშით კვლავ  მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსახიობის გრძელ ხელებსა და ტაშის დაკვრის უცნაურ მანერაზე ჯერ კიდევ „ოსკრის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე წერდნენ. ამჯერად მსახიობი საფრანგეთში, საახალწლო დეკორაციების გამოფენას ესტუმრა და ტაშის დაკვრით კიდევ ერთხელ მიიქცია ყურაღება. ის ტაშს არა ხელებით, არამედ ხელისგულებით უკრავდა. მედიაში წერენ, რომ ამით ის თავის ძვირფას სამკაულებს უფრთხილდება. უნდა აღინიშნოს, რომ კიდმანი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ცისფერ ბლუზსა და ტანზე მომდგარ მწვანე ქვედაბოლოში, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

საინტერესოა, რომ 2018 წელს ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით ერთდროულად 5 ახალი ფილმი და ერთი მინი-სერიალი გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები