LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანის ვესტერნული სტილი და ვარსკვლავთცვენა „კელვინ კლაინის“ ჩვენებაზე (ფოტო)

138

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში „კელვინ კლაინის“ მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის კი ყველაზე დიდი ფურორი ნიკოლ კიდმანმა მოახდინა. 2018 წლის „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელმა მსახიობმა საყვარელი ბრენდის ჩვენებაზე აქცენტი ვესტერნულ სტილზე გააკეთა. ვესტერნის ჟანრის ფილმების ინსპირაციით მსახიობმა თეთრი ატლასის ბლუზი და ლურჯი ატლასის ქვედაბოლო ლაქის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა.

ჩვენებას ნიკოლ კიდმანი პირველი რიგიდან ადევნებდა თვალს. მას კი გვერდს „დიდი პატარა ტყულების“ კიდევ ერთი მსახიობი ლორა დერნი და ოსკარზე ნომინირებული ვარსკვლავი, მარგო რობი უმშვენებდნენ. ეს უკანასკნელი ჩვენებაზე კუბოკრული პიჯაკით გამოჩნდა. ჩვენების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ასევე კარლი კლოსი, სინდი კროუფორდი, პარის ჯექსონი ვინი ჰარლოუ, ლუპიტა ნიონგო და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები