LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის  სახლი ტყის პირას 2 მილიონად ჩამოფასდა (ფოტო)

740

ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ტენესიში, ტყის პირას მდებარე სახლი უკვე წელიწადზე მეტია გაყიდვაშია. ამ დრომდე სახლის  ყიდვის რეალური მსურველი არ გამოჩენილა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მეუღლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სახლის პირვანდელი ღირებულება შეცვალონ და სახლი 2 მილიონად  ჩამოაფასონ. სახლის პირველადი ღირებულება 2017 წელს 3 ნახევარი მილიონი იყო, მალევე მას ნახევარი მილიონი დააკლდა, დღეს კი ფასი ფაქტობრივად 2 მილიონამდე ჩამოვიდა.

სახლი 50-იან წლებშია აშენებული. მას 4 საძინებელი და 2 აბაზანა აქვს. ულამაზეს მისაღებ ოთახს აივანზე გაყავხართ, სამზარეულოდან კი ტყის მწვანე ხედი იშლება. ცალკე აღნიშვნის ღირსია როიალის ოთახი თეთრი რბილი ავეჯითა და უზარმაზარი ფანჯრებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები