LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანმა „ოსკარებზე“ მის უცნაურ საქციელში ბრილიანტის ბეჭედი დაადანაშაულა

133

წლევანდელი „ოსკარების“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი ნიკოლ კიდმანი იყო, რომლის აპლოდისმენტებმა სრულიად ინტერნეტსივრცე მოიარა. აღნიშნულ ფაქტზე სიჩუმის დარღვევა თავად კიდმანმა გადაწყვიტა და უცნაურ აპლოდისმენტზე ისაუბრა.

ერთ-ერთ რადიოეთერში სტუმრობისას ავსტრალიელმა ლამაზმანმა ყველაფერში დამნაშავედ უზარმაზარი ბრილიანტის „ბეჭედი“ დაასახელა, რომელიც იმ საღამოს ეკეთა და რომელიც ტაშის დაკვრაში ხელს უშლიდა.

„ტაში დავუკარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვფრთხილობდი, არ დამეზიანებინა ბეჭედი“, – განაცხადა ნიკოლმა.

მსახიობმა იმ ადამიანებზეც გააკეთა კომენტარი, რომლებმაც მას დასცინეს: „თითქოს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არ არსებობდეს, ვიდრე ჩემი ტაშის დაკვრა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები