LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანმა ქალების მიმართ მხარდაჭერა  ფემინისტური კაბით გამოხატა (ფოტო)

82

ნიკოლ კიდმანისთვის ეს წელი უდაოდ გამორჩეულია. მსახიობმა ჯერ „ემის“ საპატიო პრემია მიიღო სერიალში „დიდი პატარა ტყუილი“ შესრულებული როლისთვის, გასულ კვირას ის მექსიკური კინოს ფესტივალის პრიზის მფლობელი გახდა. ამჯერად კი მსახიობს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო ნიუ-ორკში გამართულ ქალთა დაჯილდოვების ყოველწლიურ ცერემონიაზე გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ კიდმანი ღონისძიებაზე „დიორის“ მოდის სახლის მიერ შექმნილი ულამაზესი შავი კაბით გამოჩნდა, რომელსაც ფრთაგაშლილი ჩიტის გამოსახულება ამშვენებდა. როგორც ამბობენ, ეს თავისუფალი ქალის სიმბოლოა და ამით ნიკოლმა, როგორც ფენიმისტმა, ქალების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. კიდმანი ღონისძიებას მეუღლესთან, კიტ ურბანთან ერთად დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები