LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანს საკუთარი მოძღვარი სუროგაციის ნებას არ აძლევს

110

48 წლის ნიკოლ კიდმანი მესამე ბავშვზე ოცნებობს, თუმცა ეკლესია, რომლის მრევლიც ნიკოლია, სუროგაციას ეწინააღმდეგება.

ნიკოლ კიდმანი მამის გარდაცვალების შემდეგ კათოლიკურ ეკლესიას სულ უფრო დაუახლოვდა. მსახიობი ამბობს, რომ ყოველ თვე ჰგონია, ორსულად არის, თუმცა ყოველ ჯერზე ცდება. ახლა კი ის უარს ამბობს სუროგატის გამოყენებაზე, რადგან ეს ეკკლესიის სურვილების წინააღმდეგ არის.

 მისი მოძღვარი, ედ სტეინერი, რომელიც კიტ ურბანთან და ნიკოლ კიდმანთან ძალიან ახლოს არის, აცხადებს, რომ სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია.

„ადამიანების არჩევანი მათი არჩევანია და კარგად უნდა გააცნობიერონ, გაცნობიერებაში კი ჩვენ უნდა დავეხმაროთ,“ – ამბობს სტეინერი.

ნიკოლმა პირველი შვილი, სანდეი ბუნებრივად გააჩინა, მეორე შვილი კი სუროგაციის საშუალებით.

ედ სტეინერმა განაცხადა, რომ მისი მრევლიდან არაერთმა წყვილმა გააჩინა შვილი სუროგატი დედის საშუალებით და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გაჩნდა ბავშვი, მას ეკლესია დიდი სიყვარულით მიიღებს.

„თუ ვინმემ მიიღო გადაწყვეტილება, შვილი სუროგატი დედის საშუალებით გაეჩინა, ბავშვი არაფერ შუაშია. ის ღმერთის შვილია,“ – განმარტავს მღვდელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები