LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა

110

სომხეთში დაუმორჩილებლობის მარშის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა, მომხრეებს აქციების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პაშინიანმა გუშინ, საღამოს, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, პარლამენტში დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები, სადაც პრემიერმინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ იქნება საუბარი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გადაკეტილი ქუჩების ფონზე არ უნდა მიმდინარეობდეს.

ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგებს იგი მომხრეებს დღეს საღამოს დაგეგმილ მიტინგზე გააცნობს.

პრემიერმინისტრს სომხეთის პარლამენტი ხვალ, 1 მაისს, აირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები