LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლას მადურო: ჩემი მოკვლა კოლუმბიამ სცადა

104

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ,  კარაკსში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ტელეეთერით მოსახლეობას მიმართა  და  მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში ვენესუელასა და კოლუმბიის მემარჯვენე ძალები და კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი დაადანაშაულა. მადუროს თქმით, მისი ლიკვიდაცია კოლუმბიელებმა და მათმა ამერიკელმა დამფინანსებლებმა დრონით სცადეს.

„მფრინავი ობიექტი ჩემ თვალწინ აფეთქდა. დღეს მათ ჩემი მოკვლა სცადეს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამის ორგანიზატორი კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსია. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმა ფლორიდაში მცხოვრებმა პირებმა დააფინანსეს. იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი მზადაა ამ ტერორისტებთან საბრძოლველად“, – განაცხადა მადურომ.

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე თავდასხმა განხორციელდა. CNN-ისინფორმაციით, მადუროს მკვლელობა ეროვნული გვარდიის 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მაშინ სცადეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.

თავდასხმა ასაფეთქებლით დატვირთული „დრონების“ საშუალებით განხორციელდა, დაშავდა 7 ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იატაკქვეშეთში მოქმედმა ჯგუფმა „ფლანელის ჯარისკაცებმა“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები