LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ გაგუა: მთავრობის ვალი შემცირდა

100

მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებლით, მთავრობის ვალი შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, მთავრობის ვალი ითვალისწინებს როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალს. მინისტრის მოადგილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს მთავარი მიზანია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს.

“წლის დასაწყისის მაჩვენებლებით, მთავრობის ვალი შეადგენდა 44%-ს და გაზრდილმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, შეგვემცირებინა მთავრობის ვალი და ის შეადგენს 40,4%-ს”, – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები