LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველის „მეხსიერების ბარათი“ 29 და 30 დეკემბერს გაიმართება – სპეციალური სტუმარი ანიტა რაჭველიშვილი იქნება

87

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი Conceptart საახალწლოდ ერთგულ მაყურებელს მსოფლიო კინომუსიკის პროექტს – „მეხსიერების ბარათს“ აღიარებულ ქართველ მეცოსოპრანოსთან ანიტა რაჭველიშვილთან ერთად წარმოგიდგენთ. 29 და 30 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით და მხოლოდ საახალწლო განწყობის შესაქმნელად თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე კინომუსიკის შედევრები ბრუნდება. 2014 წლიდან მოყოლებული „მეხსიერების ბარათს“ 25 000 ადამიანი დაესწრო და ბოლო წლების სეზონების ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცა.

კინომუსიკის შედევრების პარალელურად ეკრანზე მაყურებელი იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან და ლეგენდარულ კინომოღვაწეებს: ჩარლი ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანის, სოფი ლორენს, ანუკ ემეს და სხვა. მაყურებელთა ყურადღებას ასევე მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები. საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინომოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ.

მონაწილეობენ:

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი

სპეციალური სტუმარი – ანიტა რაჭველიშვილი

სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე (მეცოსოპრანო)

გიორგი ცაგარელი (ალტი)

გიორგი შამანაური (საყვირი)

რეზო კიკნაძე (საქსოფონი)

მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი – ნიკოლოზ რაჭველი

სცენარის ავტორი და პროდუსერი – თეო ჯორბენაძე

პროექტის მხარდამჭერები: კომპანია „მაგთი“, აქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კომპანია „ბადაგონი„.

საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ და საინფორმაციო ცენტრი 118 08.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები