LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში

103

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი მიმდინარეობს. პირველ განყოფილებაში ქართველი კომპოზიტორებს კლასიკური ნაწარმოებები შესრულდა. ნიკოლოზ რაჭველმა ალტისტ გიორგი ცაგარელთან ერთად კომპოზიტორ ენრი ლოლაშვილის კომპიზიციის პრემიერა წარმოგვიდგინა. კომპოზიტორს 70 წელი შეუსრულდა. პრემიერის შემდეგ დარბაზმა ენრი ლოლაშვილი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

საღამო “Unicef”-ის მხარდაჭერით იმართება კამპანიის ფარგლებში, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის პატარებსა და ახალგაზრდებს ეძღვნებათ და ამ თემის სტიგმებისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

მეორე განყოფილებაში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრსა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი სოპრანო, ნინო მაჩაიძე წარდგება.

ნინო მურღულია


 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები