LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ვაშაკიძე – სირიაში მიმდინარე პროცესებს ზეგავლენა საქართველოს მომავალზეც ექნება

138

სირიაში მიმდინარე პროცესებს ზეგავლენა საქართველოს მომავალზე მართლაც ექნება, იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი იქნება ეს ზეგავლენა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიაზე დარტყმა არის დასჯა იმისთვის, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სისტემატურად იყენებს ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

„ამავე დროს, ეს არის არა მხოლოდ დასჯა, არამედ იმ ინფრასტრუქტურის განადგურება, სადაც მზადდება ეს იარაღი. თუმცა ხაზს უსვამენ იმას, რომ ოპერაცია ისეა დაგეგმილი, რომ არ მოხდეს მსხვერპლი არც მშვიდობიან მოსახლეობაში და არ შეეხონ რუსეთისა და ირანის შეარაღებულ ძალებს, რომელიც სირიაშია განლაგებული.

ამ დარტყმის გამო რუსეთს უარყოფითი პოზიცია ექნება, რადგან ბაშარ ასადი მისი მოკავშირეა და სწორედ მისი რეჟიმის დასაცავად შევიდა რუსეთი სირიაში თავისი სამხედრო ძალებით. ტრამპმა პირდაპირ მიმართა რუსეთს, რომ არ ეკადრება არც ერთ ნორმალურ ქვეყანას ისეთი დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა, როგორიც არის სირიის რეჟიმი“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.