LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკორას” თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

320

ნიკორას ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება. საუიბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს სუპერმარკეტების ქსელის “ნიკორა ტრეიდის” აქციები საჩუქრად გადაეცა.

როგორც “ნიკორას” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განაცხადა, აქციის შეთავაზება საჯაროა და მისი შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. შეთავაზების ვადა 2019 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული.

“ვამაყობთ, რომ ნიკორა” ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ცნობადი ბრენდი, ქართული ბრენდი, რაც იშვიათიბაა ჩვენს ქვეყანაში. კომპანიის წარმატება თოთოეული თანამშრომლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია, ამიტომ კომპანიის აქციონერებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ თითოეული თანამშრომელი გაგვეხადა აქციონერი. ამით ხაზი გავუსვით, თუ რამდენად ძვირფასნი არიან ისინი”-განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

როგორც “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ აღნიშნა, ჩვეულებრივი აქციების გამოშვებით მოზიდული თანხა ისევ “ნიკორას” განვითარებას მოხმარდება. მისივე თქმით დღეისათვის ნიკორას სუპერმარკეტების ქსელი დაახლოებით 200 მაღაზიითაა წარმოდგენილი და უახლოეს წლებში იგეგმება, რომ მათი რიცხვი 600 -ზე მეტი გახდეს.

“რეგიონებშიც გვინდა გვქონდეს ისეთივე სტანდარტის მომსახურება და პროდუქცია, როგორიც გვაქვს დედაქალაქში.  შემოსულ თანხებს მაღაზიების განვითარებაში განვათავსებთ. გვსურს გავზარდოთ ჩვენი წარმომადგენლობა და ავითვისოთ ახალი დასახლებული პუნქტები და რეგიონები, სადაც ნაკლებად ვართ ან არ ვართ”- განაცხადა დავით ურუშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები