LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია იწყება

65

ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია იწყება.

წელს დაგეგმილია ნიკორწმინდის ტაძრის ფასადის ქვის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია, ხოლო სრული რეაბილიტაცია დასრულდება 2018 წელს.

რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია და მე-11 საუკუნით თარიღდება.

2013-2016 წლებში დაფინანსდა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის 450-ზე მეტი პროექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები