LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: „რემონტისას მინიმუმ პასუხისმგებლობის დაზღვევა რომ მოეთხოვა მუნიციპალიტეტს, ორმაგი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევდა ქალაქის ბიუჯეტს…“

67

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ გენერალური დირექტორი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამოგრევას ეხმაურება და წერს, რომ დაზღვევის არსებობის შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტს ორმაგი ხარჯის გაწევა არ მოუწევდა.

ნინა კობახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეტროს რემონტისას მინიმუმ პასუხისმგებლობის დაზღვევა რომ მოეთხოვა მუნიციპალიტეტს იმ კომპანიისთვის, რომელიც ამას აკეთებდა, ან თავად დაეზღვია ქონება და პასუხისმგებლობა, დღეს ორმაგი ხარჯის გაწევა არ მოუწევდა ქალაქის ბიუჯეტს მეტროს აღსადგენად (ამ დანახარჯით კიდევ ერთი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მეტროსადგურს გავარემონტებდით) + სადაზღვევო კომპანია სხვადასხვა ტიპის ნომრების დაცვით მოსთხოვდა იმ სამშენებლო კომპანიას სამუშაოების წარმოებას…

ციკლია ეს, მეგობრებო, მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები ასე ვითარდებიან, ჯაჭვია ჩვენი ეკონომიკის და ქვეყნის სიძლიერის… დღევანდელი გვირჩევნიას პოლიტიკის გამოა 25 წელია, ერთ ადგილს რომ ვტკეპნით.

პ.ს 4 წლის წინანდელი პოსტი ამომივარდა, TUV რაინლადნი როგორ აპირებდა ქვეყანაში შემოსვლას და არ შემოვუშვით, ფაქტობრივად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები