LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილი ქუთაისში აღმართულ საქართველოს დროშაზე – „სირცხვილი ჩვენ!..“

72

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი სოვიალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ასახულია ქუთაისის რაგბის ჩემპიონატზე დროშების აღმართვის მომენტი და ჩანს, რომ საქართველოს დროშა ყველაზე პატარაა სხვა ქვეყნის დროშებთან შედარებით.

ნინი წერს: „ეს თუ ასე იყო მართლა სირცხვილი ჩვენ!“

მის ამ პოსტს ბევრი გამოხმაურება აქვს. კომენტარებში წაიკითხავთ:

„საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ასე იყო. „ბარემ გვაქვს და დავკიდოთ“ ძალიან ქართულია“.

„რამხელა სირცხვილია“

„ამას ჯობდა, სულ არ დაეკიდათ…“

„ისე ვბრაზდები“

„განსხვავებული ხომ უნდა ყოფილიყო და მეტი ვერ მოიფიქრეს…“

ამავე თემას ეხმაურება ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც აღნიშნავს:

„ვეღარც ვიგინები უკვე 🙁 !!!

ამაზე დიდი არ ეღირსოს არაფერი ამ ყველაფრის ჩამდენს!

არც ხელფასი, არცა სახლი, არცა ბედნიერება!

ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ:

მუხლი #4

„საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს მასზე მცირე ზომის“.

მუხლი #5

„სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები