LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბადურაშვილის ემოციური მიძღვნა შვილს – „მე, შენ და სხვა არავინ…“

58

„ნანუკას შოუში“ ნინი ბადურაშვილის ახალი კლიპის პრემიერა შედგა. ნინიმ ეკა კახიანთან ერთად მელოდია დაწერა, ტექსტი კი ირინა სანიკიძემ შექმნა. როცა ეს მელოდია შეიქმნა, ნინიმ ზუსტად იცოდა, რომ ის ელენესთვის უნდა მიეძღვნა.

„მე, შენ და სხვა არავინ, მე შენს თვალებში ვხედავ სამყაროს“ – მღერის ნინი. კლიპის სატელევიზიო პრემიერის შემდეგ ნინის მეგობრებმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო მიულოცეს.

ვიდეორგოლში სიმღერის მთავარი გმირი ელენეც მონაწილეობს, რომელმაც, მომღერლის თქმით, კამერასთან კარგად იმუშავა. ნანუკასთან საუბარში ნინიმ აღნიშნა, რომ ელენეს ჯერჯერობით ისეთი მუსიკალური შესაძლებლობები არ გამოუვლენია, რომ მის მომღერლობაზე იფიქროს.

ნინიმ ასევე ისაუბრა ირაკლი კუტალაძესთან ურთიერთობაზე და თქვა, რომ პირველად ელენეს გაშვება დუბაიში, სადაც ყოფილი ქმრის ოჯახს სახლი აქვს, ძალიან გაუჭირდა, თუმცა ძიძასთან ერთად ბავშვი მაინც გაუშვა, ვინაიდან ფიქრობს, რომ მას მამასთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს. ნინის თქმითვე, ექსმეუღლის ოჯახი ელენეს ძალიან ანებივრებს და ათამამებს.

შვილებისთვის სიმღერების მიძღვნა მსოფლიო შოუბიზნესში მიღებული წესია. ბიონსემ, სიარამ, ბევრმა ახალბედა დედამ შვილებზე დაწერეს სიმღერები, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს.

https://www.youtube.com/watch?v=MlUmiAyG2Ho

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები