LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ცნობილაძემ უკრაინულ “ახალ ხმაში“ ოთხივე მენტორი მოხიბლა (ვიდეო)

44

უკრაინულ “ახალ ხმაში“ არაერთმა ქართველმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა და მენტორების მოწონებაც დაიმსახურა. ამჯერად საკუთარი ძალები პროექტში, ნინი ცნობილაძემ სცადა, მან ბრმა კასტინგზე ბიონსეს “All I could do was cry” შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა.

როდესაც მენტორებმა შეიტყვეს, რომ ნინი საქართველოდან იყო, მას ოვაციებით შეხვდნენ. ერთ-ერთი მენტორი ნინის სიმღერის დროს ფეხზეც წამოდგა.

როგორც გაირკვა ნინის წინაპრები მომღერლები და მოცეკვავეები იყვნენ. მისი ბებია „სუხიშვილების“ მოცეკვავე გახლდათ, ხოლო დიდი ბებია, მომღერალი თამარა წერეთელი, როდესაც ჟიურის წევრებმა ამის შესახებ შეიტყვეს, ნინის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გამოხატეს.

ნინი პროექტის შემდეგ ტურში გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები