LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ნებიერიძის 2055 ევროიანი ჩანთა (ფოტო)

180

ახლახან თბილისში “მერსედეს ბენცის მოდის კვირეული” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში დიზაინერების ჩვენებებს უამრავი უცხოელი ჟურნალისტი, მოდის ექსპერტი და ბაიერი დაესწრო.

სხვადასხვა მოდის საიტზე თბილისური სთრით სთაილითაც დაინტერესდნენ და ბევრი ფოტო გამოქვეყნდა. ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა ბიზნესმენ თემურ უგულავას მესამე ცოლის, მოდელ ნინი ნებიერიძის ჩაცმულობა – უფრო სწორად კი, ჩანთა, რომელიც “ბალენსიაგას” ეკუთვნის, შესაბამისად, დემნა გვასალიას შექმნილია და 2055 ევრო ღირს.

ნინის გარდერობში, ძირითადად, სულ ცნობილი ბრენდების სამოსია, ზოგჯერ ის ამ ძვირფას ტანსაცმელს მეორად სამოსთან ახამებს. ამის შესახებ “ვოგთან” ინტერვიუში აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები