ნინი ქარსელაძე „ნაციონალებს“: „ვერ მობრუნდებით, ვერა! არ დავუშვებთ მაგას!!!

58

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტის შესახებ პროკურატურის განცხადება ნინი ქარსელაძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა და დაწერა, რომ მისთვის ეს თემა ძალიან მძიმეა და ბოლომდე ეს განცხადება ძლივს მოისმინა.

ნინი ქარსელაძე მიმართავს ყოფილ ხელისუფლებას და აღნიშნავს, რომ მათ უკან დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ:

„ჩემთვის ეს თემა ძალიან მძიმეა, ძლივს მოვისმინე ბოლომდე… ამ ყველაფრის მერე კიდევ, რომ ბედავენ და ცდილობენ ხალხის გადებილებას!!! იხტუნავეთ და დადგით სპექტაკლები, მაინც არ გიშველით!!!! იქნებ, შეუშვათ ტვინში, რომ ვერ მობრუნდებით, ვერა!!! არ დაუშვებთ მაგას!!!

P.S. აი, თქვენი ნამდვილი სახე, აღარ გიშველით უცოდველის როლის მორგება, არა!

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

შალვა თადუმაძე Respect“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები