LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობას გეგმავს

91

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრორუსული ორიენტაციის პარტია “დემიკრატიული მოძრაობის” ლიდერი,  ნინო ბურჯანაძე, საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, მე ვაპირებ ჩემი კანდიდატურის წამოყენებას, მაგრამ ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რა ქმედებებს განახორციელებს „ქართული ოცნება“. ისინი საკანონმდებლო ნორმებს ცვლიან. მათ კანონმდებლობის შეცვლა ისე უნდოდათ, რომ საქართველო სრულიად საპარლამენტო რესპუბლიკა გამხდარიყო. მათ შემდეგ არჩევნებზე პრეზიდენტის ირიბად არჩევა სურდათ,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები