LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხეიძე კახი კალაძეს მადლობას უხდის

337

მომღერალი ნინო ჩხეიძე ქალაქის ახალ მერს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მას საახალწლო კონცერტში მონაწილეობა შესთავაზეს. შეგახსენებთ, ნინოს აქამდე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არასდროს მიუღია მსგავსი შეთავაზება. ნინო წერს;

“დღეს გადავწყვიტე, რომ ამ სტატუსით დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება საახალწლო კონცერტის შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი მაქვს და სალაპარაკო ხმაც კი დავკარგე.

მოხარული და მადლობელი ვარ, რომ წელს ჩვენმა ახალმა მერმა, კახი კალაძემ წინა წლებისგან განსხვავებით ყურადღება გამოიჩინა ჩვენ, მომღერლების მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ კონცერტზე გამოსვლას ვერ ვახერხებ, საზღვარგარეთ გასტროლების გამო. ამის მიუხედავად, წარმატებებს ვუსურვებ მერიას წლევანდელ კონცერტთან დაკავშირებით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები