LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხეიძის კარიერამ საზღვარგარეთ გადაინაცვლა : „4 წელია, საქართველოში არსად გამოვსულვარ…“

102

ნინო ჩხეიძეს ისედაც არ აკლდა კორპორატიულ წვეულებებზე მიწვევები საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი, ისრაელში, ახლა კი ამას სხვა ქვეყნებიც დაემატა, ისრაელში საქმიანი ვიზიტებით ნინო უფრო ხშირად დაფრინავს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

ახლახან ანტვერპენში იმყოფებოდა, სადაც უამრავი ქართველი ებრაელი ცხოვრობს. შესაბამისი ფოტოები მან „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. ნინოს ინტერვიუსთვის დავუკავშირდით.

ნინო ჩხეიძე:

ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომემატა მიწვევები საზღვარგარეთიდან, ხშირად დავდივარ ისრაელში, კორპორატიულ წვეულებებზე და ასევე ანტვერპენში, სადაც უამრავი ქართველი ებრაელი ცხოვრობს და მიწვევენ. ახლაც ანტვერპენში გახლდით და დავბრუნდი თბილისში. იქ მეოთხეჯერ მიმიწვიეს და ოთხი დღე ვიყავი. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, საოცრად მშვიდი და ლამაზია.

ნინო, საკმაოდ ბევრი გასვლითი ღონისძიება გაქვს… საქართველოში გამოსულხარ ბოლო დროს?

ღმერთის წყალობით, ასეა (იღიმის). ბოლო თვეში ოთხ კორპორატულ წვეულებაში მივიღე მონაწილეობა საზღვარგარეთ. საქართველოში ბოლო 4 წელია, არსად გამოვსულვარ და არც შემოთავაზება მქონია.

ახალ სიმღერებს თუ წერ?

რა თქმა უნდა და საახალწლოდ ალბომის გამოცემსაც ვაპირებ. მეგობრებს ეცინებათ უკვე, რადგან 10 დისკი მაქვს გამოშვებული, მაგრამ რა ვქნა, ეს არის ჩემი საქმე და სულ ახალ-ახალი სიმღერები მჭირდება. ჯერ არ გადამიწყვეტია, რა ერქმევა ახალ ალბომს, მასში 12 სიმღერა შევა.

საინტერესოა, საზღვარგარეთ მსმენელი როგორ გხვდება?

ძალიან თბილად და კარგად. უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

შეიძლება ითქვას, რომ შენმა კარიერამ უცხოეთში გადაინაცვლა?

რა თქმა უნდა, ასეა. იქ უფრო მეტი მიწვევა მაქვს… ახალ წლამდე კიდევ ორი მიწვევა მაქვს.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები