LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია იმ 8 ბავშვით ინტერესდება, რომლებსაც მამა წლებია, სახლიდან არ უშვებს

59

სახალხო დამცველი იმ რვა ბავშვის ბედით ინტერესდება, რომლებსაც მამა უკვე წლებია, სახლიდან არ უშვებს და სკოლაში სწავლას და თანატოლებთან კონტაქტსაც კი უკრძალავს.

საქმის შესწავლა ომბუდსმენის სვანეთის ოფისის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს.

სახალხო დამცველის თქმით, აუცილებელია საკითხის შესწავლაში ჩაერთოს სოციალური სამსახური და მოხდეს ბავშვის ინტერესებზე დაყრდნობით ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის აქცენტი სოციალურ სამსახურზე უნდა გაკეთდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, შს სამინისტროც ჩაერთოს.

რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ მიიღოს განათლება, მათი განვითარების უფლება არის გარანტირებული კანონმდებლობით, რაც მოვისმინეთ, ერთი შეხედვით, ნამდვილად ჩანს, რომ ადგილი აქვს ბავშვთა უფლებების შეზღუდვას და ოჯახში ძალადობასაც, რაც გამოიხატება იმით, რომ მათ შეზღუდული აქვთ განათლების და განვითარების შესაძლებლობა,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები