LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მაჩაიძე პლასიდო დომინგოს მიწვევით იმღერებს

443

ქართველი საოპერო მომღერალი, ნინო მაჩაიძე პლასიდო დომინგოს მიწვევით მასნეს ოპერაში „ტაისი“ მიიღებს მონაწილეობს. სპექტაკლები 1-ელ და 4 მარტს ბარსელონას დიდ თეატრ ლისცეუში იქნება წარმოდგენილი. ცნობილ ქართველ სოპრანოს პარტნიორობას თავად დომინგო გაუწევს. ეს გახლავთ ოპერა, რომელიც საკმაოდ იშვიათად იდგმება სცენაზე, ვინაიდან საკმაოდ რთული შესასრულებელია და მომღერლებისგან დახვეწილ და ვირტუოზულ ტექნიკას მოითხოვს.

ნინო მაჩაიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებელია. ის არაერთხელ აღიარეს როგორც პროფესიული კუთხით, ასევე მუდმივად ხაზს უსვამენ მის სილამაზეს. ნინო მაჩაიძე ნინო სურგულაძესთან ერთად პლანეტის ყველაზე ლამაზი საოპერო შემსრულებლების ათეულში მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები