LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მაჩაიძე სან ფრანცისკოს ოპერაში პირველად იმღერებს

263

ქართველი საოპერო შემსრულებელი, ცნობილი სოპრანო, ნინო მაჩაიძე მალე სან ფრანცისკოს ოპერის სცენაზე პირველად იმღერებს. ის „რიგოლეტოში“ ჯილდას პარტიას შეასრულებს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისი ფავორიტი არიაა.

ნინო მაჩაიძის საერთაშორისო კარიერა 2007 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი შედგა ლა სკალას სცენაზე, 2008 წლიდან მოყოლებული ქართველი სოპრანო გამოდის მეტროპოლიტენ ოპერის, ბერლინის ოპერის და სხვა პრესტიჟული საკონცერტო სივრცეების სცენებზე.

ახლახან მისმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2017 წელს ის სან ფრანცისკოს ოპერის თეატრში პირველად წარდგენა მსმენელის წინაშე. „ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ როგორც იქნა, შემდეგ თვეში სან ფრანცისკოს ოპერის სცენაზე შედგება ჩემი დებიუტი, ჩემი საყვარელი, ჯილდას როლით. ვიმედოვნებ, რომ ყველა თქვენგანს იქ ვნახავ. მოუთმენლად ველოდები ამ საღამოს“, აღნიშნავს ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მომღერალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები