LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

130

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზზე მან Ambebi.ge-სთან ისაუბრა.

”ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა, ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებული იყო. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მე სტატისტიკაზე აგებული დოკუმენტაცია მიყვარს და ეს იქ ვერ დავინახე. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი”, – განაცხადა ნინო კუზანოვამ.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა პარტიის ყრილობის დღეს აცხადებდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევიდოდა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები