LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე Insight–თან ერთად ამერიკაში ტურნეს გამართავს

131

ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტურნეს ამერიკაში გამართავენ.

ტურნე Tvistomi Association, Nino Katamadze production LLC და BukaJazz Entertainment LLC მხარდაჭერით ჩატარდება. პირველი კონცერტი 2018 წლის, 25 მაისს ფილადელფიაში გაიმართება, 26 მაისს – ნიუ–იორკში, ხოლო, 3 ივნისს ამერიკულ ტურნეს ბოსტონში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ფილადელფიაში და ნიუ–იორკში დაგეგმილ კონცერტებში, მათთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ რაჭველიც. ხოლო ბოსტონში ნინო ქათამაძე ბერკლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებთან (Eric Fells, Max Gerl, Tyson Jackson) ერთად გამართავს კონცერტს.

ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მომღერლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები