LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო შუბლაძე „ტვ პირველის“ გუნდს შეუერთდა – „მილოცვებს ვიღებ თამამად…“

674

ინგა გრიგოლია წერს, რომ ამ ამბის გახმაურებას ვერავინ დაასწრებდა. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ „ტვ პირველის“ გუნდს ახლახან ნინო შუბლაძე შეურთდა, რომელიც ტელეკომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს.

„რა გამაჩერებდა, რომ არ დამეწერა))))))))))) ამ ამბის გახმაურებას დავასწრებ ყველას, იმიტომ, რომ ძალიან მიხარია. ძალიან არა, უძალიანესად… ჰოდა, დავასწრებ ყველას და მე შეგატყობინებთ ამ უმაგრეს ამბავს და ჩვენს სატელევიზიო შენაძენს –  მალე „ტვ პირველის“ გუნდს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელთან ერთად მუშაობაც ყოველთვის იყო ჩემი დიდი სურვილი და რომელსაც ვცემ საოცარ პატივს, რომლის აზრი და შეფასება ყოველთვის განსაკუთრებულად (მგონი, ყველაზე მეტად) მაინტერესებდა და მაინტერესებს, იმიტომ, რომ არის სუპერპროფესიონალი და უმაგრესი, რომლის მოსვლითაც ჩვენს ახალგაზრდა ტელევიზიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება.

ქალბატონებო და ბატონებო, მოემზადეთ ახალი, ძალიან მაგარი ამბისთვის, ნინო შუბლაძე ხდება ჩვენი გუნდი ლიდერი))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) მილოცვებს ვიღებ თამამად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები