LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: „ახდუნებს მოძრაობა და ფიქრი…“

330

ნინო სურგულაძემ „დღის შოუში“ საკუთარი ყოველდღიური რაციონის შესახებ ისაუბრა. ოპერის მომღერალი გვაძლევს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ახდუნებს ყველაზე მეტად.

როგორც ნინო აღნიშნავს: „დილას კვება ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მაძლევს მთელი დღის ენერგიას, ჩაი, ტაფამწვარი, ყველი, პური – ერთ ნაჭერ პურს ვიღებ მხოლოდ დილას, შემდეგ მთელი დღე აღარ გეახლებით პურეულს. ფაქტობრივად, ვჭამ დღეში ორჯერ. შუაში რარაცას ვსმუსნაობ, ცოტა ხილს ან ყველს მივირთმევ. მაცივარი რომ სავსეა, დიდი ცდუნებაა, რომ გახსნა და მიირთვა. როცა საზღვარგარეთ ვარ, ვცდილობ, მაცივარში მხოლოდ ხილი იდოს, მაგალითად, ვაშლი.

ახდუნებს ასევე მოძრაობა და ფიქრი. როცა ტვინი მუშაობს, დაკვირვებული ვარ, ამას ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. რომ იცოდეთ, სიმღერაც ახდუნებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები