LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდაში 3 პირი რკინიგზის რელსების მოპარვისთვის დააკავეს

40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

21 ნოემბერს, ქალაქ ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა, რომლებიც შპს „დემირიოლ სერვიზში“ მუშაობდნენ, მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხაზიდან ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი რელსები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები