LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდაში სლოტ კლუბის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

97

ყაჩაღობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ტ.ე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. ტ.ე-ს  მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 სექტემბერს, ქალაქ ნინოწმინდა თავისუფლების ქუჩაზე განთავსებულ სლოტ კლუბ ,,ვულკანის” ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნინოწმინდაში დააკავა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებული თანხა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, ტეტეს სისტემის პისტოლეტი სამართალდამცველებმა  ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები