LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიქოზისა და დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

34

ბერლინში ნიქოზისა და დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმება კინოფესტივალებს შორის 6 წლიან თანამშრომლობას მოჰყვა, რაც ნიქოზის კინოფესტივალის მორიგი აღიარებაა ევროპულ ბაზარზე.

პარტნიორობის მემორანდუმს ხელი დრეზდენის კინოფესტივალის წარმომადგენელმა კატრინ კუჰლერმა და ნიქოზის კინოფესტივალის თანადამფუძნებელმა მარიამ კანდელაკმა მოაწერეს.

საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელთან დაკავშირებთ, დრეზდენის კინოფესტივალი 2 ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარადგენს საკონკურსო პროგრამაში. ამასგარდა, დრეზდენში ქართული თანამედროვე ანიმაციის პროგრამა იქნება ნაჩვენები. მანამდე კი სექტემბრის თვეში ნიქოზის კინოფესტივალი უმასპინძლებს დრეზდენის ფესტივალის პროგრამებს.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში, სოფელ ნიქოზში 2011 წლიდან იმართება. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად ფესტივალის მხარდამჭერია.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები