LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნისლის გამო, თბილისის აეროპორტში რეისები გაუქმდა

73

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 რეისი გაუქმდა.

გაუქმებულია სტამბოლიდან დანიშნული რეისები, რომელთაგან ორი რეისი ათათურქის, ხოლო ორი გოგჩენის სახელობის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო.

ამასთან, გაუქმებულია ორი ავიარეისი თეირანიდან, თითო კი დუბაიდან, ურუმჩიდან და ალმაატიდან.

სხვა რეისების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე, მონაცემები ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს.

როგორც “ფორტუნას” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებული რეისების მგზავრებმა ავიაკომპანიებს უნდა მიმართონ. სწორედ მათი გადასაწყვეტია, როგორ გადაანაწილებენ მგზავრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები