LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის ახალი მოდელები, რომლებიც თბილისობაზე გამოიფინა (+ფოტოები)

659

7 ოქტომბერს თბილისის ავტო შოუზე “ნისანის” ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში კომპანია „ჯეო ავტომ“  “ნისანის უახლესი” მოდელები წარადგინა. მათ შორის, ნისანის ყველაზე პოპულარული მოდელები მცირეზომიანი ქროსოვერების კლასში Nissan  Juke და სრულიად ახალი Nissan Kicks.

ავტო შოუზე განსაკუთრებული პატივით წარსდგა მსოფლიო „ბესტსელერი,”ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ელექტრომობილი Nissan Leaf, რომელიც საქართველოში ყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება. Nissan Leaf  2010 წლიდან იწარმოება და დღემდე მსოფლიო მასშტაბით 400 000 მოდელზე მეტია გაყიდული.

შეგახსენებთ, თბილისის ავტო შოუ ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულის პირველ შაბათ დღეს იმართება მეტეხის ხიდზე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ახლოდან დაათვალიეროს წარმოდგენილი მოდელები, გაეცნოს მათ მახასიათებლებს, ტექნიკურ პარამეტრებსა და აღჭურვილობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები