LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიუ იორკ ტაიმსი“: „ფუფუნებაა, გყავდეს ნინო სურგულაძე აზუჩენას როლში!..“

134

„ნიუ იორკ ტაიმსმა“ პარმის ვერდის ფესტივალი მიმოიხილა. სტატიაში აღინიშნა, რომ ნინო სურგულაძის მიერ შესრულებული აზუჩენას პარტია „ტრუბადურის“ ახალ საინტერესო დადგმაში დამატყვევებელი იყო.

როგორც ცნობილი გამოცემა წერს:

„ფუფუნებაა, გყავდეს ნინო სურგულაძე აზუჩენას როლში. ამასთან, უილსონმა მოუვლელი და მოხუცი ბოშა გარდაქმნა ფიფქიის დედინაცვლად და მომღერლის ფიგურასა და წარმოსადეგობას გაუსვა ხაზი. ეს კონტრასტი შოკს მოჰგვრიდა დადგმის შესახებ ყველაზე თავშეკავებული აზრის მქონე ადამიანსაც კი. ვოკალურად იგი უნაკლო იყო, სრულიად განსხვავებული იმ გაცრეცილი და უკვე არცთუ სუფთა ხმის პატრონი მომღერლებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ გვესმის ხოლმე აზუჩენას როლში. ამის საპირისპიროდ, სურგულაძის მიერ ნაჩვენებმა ახალგაზრდობამ პეწი შეჰმატა მის ნამუშევარს. იგი უნაკლო იყო მთელს ტესიტურაში და განსაკუთრებით შთამბეჭდავი “C’est la qu’ils l’ont trainée” მონათხრობსა და ციხის საკნის სცენაში, რომელშიც უილსონისეული სტატიზმი და სიმღერის დრამატიზმი ერთდროულად სულის შემაშფოთებელიც იყო და მიმზიდველიც. დიდებული გამოსვლა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები