LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ შერჩეული 10 ფილმი, რომელიც კლასიკად იქცევა

230

თითქმის 20 წელი გავიდა იმ ათასამდე ფილმის გამოსვლიდან, რომლებსაც კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს. „ნიუ-იორკ თაიმსის” წამყვანმა კრიტიკოსებმა, ოლივერ სკოტმა და მანოლა დარგისმა, რეჟისორებისა და მსახიობების დახმარებით, 25 ფილმი გამოარჩიეს, რომელიც სამომავლოდ კლასიკად იქცევა. აი 10 საუკეთესო მათ შორის:

ესა არის ოქროს მაძიებლის დენიელ პლეინვიუს ისტორია, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა ის ნავთობს აღმოაჩენს. ის საოცრად მდიდრდება, თუმცა ყველაფერს ცვლის რელიგიურ ფანატიკოსთან შეხვედრა. პოლ ტომას ანდერსონის 2007 წელს გადაღებული ფილმი განსხვავდება ეპტონ სინქლერის ამავე სახელწოდების რომანისგან.

 

კლინტ ისტვუდის ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელმაც ჰილარი სუონქს, მორგან ფრიმანს და თავად რეჟისორს ასევე მოუტანა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო. ამ ფილმს ჰქონდა არნახული წარმატება არა იმიტომ, რომ ისტვუდმა ვესტერნიდან დრამაში გადაინაცვლა. არამედ იმის გამო, რომ რეჟისორმა ადამიანური ბუნების ჯერ ყველასთვის ამოუცნობი შტრიხები დაინახა.

 

იაპონელი რეჟისორის ჯანგ ჯე კიას  ფილმში მოვლენები 4 ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიის გარშემო ვითარდება. უხეში ნატურალიზმი, რომელიც მონიტორსა და რეალურ ცხოვრებას შორის ყველა კვალს შლის.

  1. The Death of Mr. Lazarescu / ბატონ ლაზარესკუს სიკვდილი

ფილმი მოგვითხრობს იმაზე, რატომ უნდა დავეხმაროთ უცხო ადამიანებს. ფილმის მთავარი გმირი მომაკვდავი მამაკაცია, რომელიც ცხოვრების ბოლო წუთებში სამედიცინო დახმარებას ითხოვს. კიროსტი პიუმ გრძელი დუბლებისა და კამერების მინიმალისტური მოძრაობებით რეალობის შეგრძნება შექმნა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ფილმი ყველაზე კარგად ასახავს ადამიანურ ტრაგედიას.

 

რიჩარდ ლინქლეითერის კიდევე ერთი ემოციური ფილმი, რომლის სიუჟეტის ცენტრშია 6 წლის მესინი. მისი მშობლები განქორწინდებიან და რეჟისორი გვაჩვენებს, როგორც იცვლება მთავარი გმირის ცხოვრება 6-დან 18 წლამდე მონაკვეთში.

 

ქეთრინ ბიგელოუს 7 ოსკარის მფლობელი კინოსურათი, რომელიც გამნამღველთა ელიტარული რაზმის ისტორიას გვიყვება. მთავარ გმირებს ერაყის ერთ-ერთ ქალაქში აგზავნიან, სადაც სიცოცხლის ყოველი წუთი სახიფათოა.

 

ძმები კოენების ძალიან ემოციური მუსიკალური ფილმი ადამიანზე, რომელიც მუსიკოსობაზე ოცნებობს. გაუძლებს თუ არა მთავარი გმირი ცნობილი ადამიანების, პროდიუსერებისა და ცინიკური კოლეგების ზეწოლას, ამას ფილმის მაყურებელი თავად შეიტყობს.

 

ფილმის სიუჟეტის მიხედვით ტიმბუქტუს ხელისუფლებაში რელიგიური ექსტრემისტები მოდიან. ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება იქცევა ჯოჯოხეთად, რადგან ქალაქში იკრძალება ნებისმიერი გართობა, სიცილი და ნებისმიერი განსხვავებული აზრის გამოხატვა.

 

ესაა ძალიან ცოცხალი და დაძაბული ფილმი, რომელიც გვახსენებს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებში დგება მომენტი, როცა ის ცხოვრებისეულ არჩევანს აკეთებს. 20 წლის ბრუნოსა და 18 წლის სონის ახლახანს შეეძინათ ვაჟი, წყვილს ძალიან უჭირს მატერიალური სახრების მობილიზება. ერთხელაც ახალგაზრდა მამა, რომელიც მხოლოდ მარტივ შემოსავალზე ოცნებობს, საშინელ გარიგებაზე მიდის.

 

ფილმში მოქმედება აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, რომელიც ამბოხებებმა მოიცვა. ფრანგი მარია უარს ამბობს შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებზე და თავის ყავის პლანტაციებში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები