LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკელმა დედამ მარათონი ჩვილ ბავშვთან ერთად გაირბინა

36

ნიუ-იორკელმა დედამ მარათონი ჩვილ ბავშვთან ერთად გაირბინა და რაც ყველაზე მთავარია, სირბილის დროს პატარას გამოკვებასაც ახერხებდა.

ემილი საბატო 4 შვილის დედაა და მისი უმცროსი ქალიშვილი ჰეიდლი ჯერ მხოლოდ 9 თვისაა. თუმცა, ამას არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ემილის აქტიური ცხოვრება გაეგრძელებინა და მონაწილეობა ნიუ-იორკის მარათონშიც მიეღო.

როგორც მორბენალმა გამოცემა „Huffington post”-ს განუცხადა, ის უკანასკნელი 10 წელია დარბის და ეს მისი საყვარელი საქმიანობაა. ამიტომ, ბევრი არ უფიქრია და 18 მილი პატარასთან ერთად ირბინა. გზა და გზა კი გოგონას კვება ჭირდებოდა, დედაც ამას სირბილთან ერთად აკეთებდა.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ და ყველაფერი კადრებზე აღბეჭდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები