LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკის ჯაზსცენას ქართველი პიანისტები იპყრობენ!..

198

ბერკლის ქართველი სტუდენტი, პიანისტი პაპუნა შარიქაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე საინტერესო ამბავს ავრცელებს. მისი თქმით, ის პირველად დაუკრავს ყველაზე პრესტიჟულ ჯაზკლუბში „Blue Note“, სადაც იმავე პერიოდში ბექა გოჩიაშვილს ექნება საღამოები. ეს არის კლუბი, რომლის სცენაზეც ლეგენდარულ ჯაზმუსიკოსებს დაუკრავთ და აქ გამოსვლა ყველასთვის საოცნებო გახლავთ.

როგორც პაპუნა წერს:

„ერთი მაგარი ამბავი:

3 აპრილს დაიგეგმა ჩემი პირველი კონცერტი Blue Note-ში, სადაც 4-დან 10 აპრილამდე ასევე ბექას კონცერტები იქნება ყოველ საღამოს!

(არა მგონია, ნიუ იორკის ჯაზის სცენას ქართველების ამ დოზით კონცენტრაცია ისტორიაში ახსოვდეს…)“

პაპუნა შარიქაძე მომღერალ ნუცი ნებიერიძესთან ერთად კიდევ ერთ პრესტიჟულ Birdland Jazz Club-ში პერფორმანსისთვის ემზადება, კონცერტი გაიმართება 27 აპრილს. მანამდე კი შეგიძლიათ მოისმინოთ პაპუნა შარიქაძისა და ნუცი ნებიერიძის დუეტი, ინოლა გურგულიას ცნობილ სიმღერაზე, „ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს“.

https://www.youtube.com/watch?v=TpWbrGb60Nk&feature=share

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები