LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის საავადმყოფოში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

38

ნიუ-იორკში, ბრონქსის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში სროლის ხმა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც ექიმის ფორმა ეცვა, საავადმყოფოში, რომელიც  972 პაციენტს იტევს, ცეცხლი გახსნა.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ დაჭრილია სამი ადამიანი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია მიმდინარე სიტუაციის შესახებ.

“ნიუ-იორკ თაიმსი” იტყობინება, რომ მამაკაცმა ცეცხლი ექიმებს გაუხსნა. უცნობია გადარჩნენ თუ არა ისინი.

ექიმები და ექთნები საავადმყოფოს შიგნით ბარიკადებს აგებენ და ასე იცავენ თავდამსხმელისგან თავს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელია.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები