LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკიში, ტერაქტის ადგილზე დღეს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა

52

ნიუ-იორკის ცენტრში, გუშინდელი ტერაქტის ადგილზე დღეს დილით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, – ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მანჰეტენის რაიონში უცნობმა მამაკაცმა ქალს მუცლის არეში ესროლა, შემდეგ კი საკუთარ თავს ესროლა. სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალი საკუთარი ავტომობილიდან გამოვიდა.
დანაშაულის ჩადენის მოტივები ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცისა და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები