LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

38

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. „ასოშიეთედ პრესი” წერს, რომ დაშავებულებს შორის შვიდი მეხანძრე, ერთი პოლიციელი და ერთი ადგილობრივი მოსახლეა. მასშტაბური ხანძრის ჩაქრობაში, რომელიც მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, 200 მეხანძრე მონაწილეობდა. ცეცხლი ექვსსართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა. მომხდარის მიზეზი კვლავ უცნობია. ხანძრის ლიკვიდაციას ქარი უშლიდა ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები