LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში ქართულ-ფრანგული ანიმაციის “ჯიბის კაცი“ პრემიერა გაიმართება

51

ქართულ-ფრანგული ანიმაცია “ჯიბის კაცი“ მსოფლიო პრემიერისთვის მზად არის. 25 თებერვალს საპრემიერო ჩვენება ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება. ფილმის რეჟისორი და ილუსტრატორია ანა ჩუბინიძე. ფილმი წლის განმავლობაში 130 ფესტივალზე წარსდგება.

როგორც ავტორი ამბობს, პერსონაჟი ედგარი წლების წინ დაიბადა და შეიქმნა. ედგარს ხანგრძლივი ისტორია აქვს, პირველად იგი მეუღლის ჩანაწერებში ნახა, შემდგომ ქანდაკებად აქცია, რომელიც წიგნის ფურცლებზე გადავიდა და სცენარიდან ანიმაციაში განაგრძო ცხოვრება.

ფილმზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, სანამ იგი ქართულ-ფრანგულ საერთო პროექტად იქცეოდა.

პერსონაჟები ქაღალდზე ხელით არის დახატული, ისინი სათითაოდ ფოტოკამერის ქვეშ აამოძრავეს. ფილმის ხანგრძლივობა 7 წუთია.

“ჯიბის კაცი“ ანა ჩუბინიძის პირველი ფილმია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები