LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში სავაჭრო ცენტრთან გაჩენილი ხანძრის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

39

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, სავაჭრო ცენტრ Kings Plaza-ს ავტოსადგომზე ხანძარს 200-მდე მეხანძრე ებრძვის.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 21 ადამიანი, მათ შორის არიან მეხანძრეებიც. პოლიცია და სახანძრო სამსახური ჯერჯერობით განცხადებას არ ავრცელებს.

სავაჭრო ცენტრი 100-ზე მეტ ბრენდულ მაღაზიას აერთიანებს. Kings Plaza-სადმინისტრაციის ცნობით, ცენტრმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები