LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში, “ტრამპ თაუერის” შენობაში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

132

ნიუ-იორკში, “ტრამპ თაუერის”  შენობაში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას  ქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ტელეარხი CNBC ავრცელებს.

ამ დროისთვის ცათამბჯენის სახურავზე, ვენტილაციის სისტემაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ხანძრის გაჩენის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შენობაში არ იმყოფებოდა. მისი შვილის ერიკ ტრამპის განცხადებით, მეხანძრეები ადგილზე შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.

 

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენების ყუთს გაუჩნდა.

 

https://twitter.com/NycBmd/status/950345205458272256

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები