LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-ჯერსელი ეშმაკის ფოტოს მთელი მსოფლიო განიხილავს

341

ბოლო 200 წლის მანძილზე ნიუ-ჯერსიში, ფაინლენდის ნაკრძალთან მცხოვრები მოსახლეობა თუ უბრალოდ გამვლელები ამტკიცებენ, რომ მათ უცნაური ფრთებიანი არსება დაინახეს. ნიუჯერსელი ეშმაკის შესახებ უამრავი თქმულება არსებობს და ათასობით მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს უცნაური არსება დაინახა.

პორტალ nj.com-ის ინფორმაციით, სამშაბათს, გვიან ღამით რედაქციის წევრმა ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მიიღო.

დეივ ბლექი სახლში მანქანით მიდიოდა, როდესაც დაინახა, გოლფის მინდორზე ლამა დახტოდა, თუმცა რამდენიმე წამში „ლამა“ ძალიან უცნაურად მოიქცა :

„ამ უცნაურმა არსებამ, რომელიც მე ლამა მეგონა, გაშალა ტყავის ფრთები და გაფრინდა,“ – ამბობს დეივ ბლექი.

მისივე მტკიცებით, სასწრაფოდ აიღო ხელში მობილური ტელეფონი და რამდენიმე ფოტო გადაიღო, თუმცა არსება მხოლოდ ერთ მათგანზე დააფიქსირა. უცნაური ობიექტი მალევე გაქრა.

„ან ჩემი გონება მეთამაშება ცუდად, ან მე ჯერსელი ეშმაკი დავინახე,“ – წერს ბლექი.

თუმცა, იგი ამბობს, რომ ფოტო ნანახის ნამდვილობას ამტკიცებს.

„ვიფიქრე, რომ ფოტო თქვენთვის უნდა გამომეგზავნა. სანაცვლოდ არაფერი მინდა, უბრალოდ იქნებ ვინმემ სხვამ ახსნას ეს ყველაფერი უფრო რაციონალურად,“ – წერს nj.com-ს დეივ ბლექი და ირწმუნება, რომ სცენა არც დადგმულია და არც ფოტოშოპით აწყობილი.

„ფოტოზე გარკვევით ჩანს არსების ზურგზე ფრთები და თავზე – რქები. ფეხებზე ჩლიქები აქვს და ბეწვი კი მუქი ყავისფერი“, – წერს პორტალის პარანორმალური მოვლენების მკვლევარი. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ფოტოზე არ ჩანს არანაირი მავთული, რაზეც შეიძლება არსება ეკიდოს.

„მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი გონება არარსებულ ამბებს იგონებდა.მისი თქმით, შესაძლოა, დავინახე ცხოველი, რომელიც შემდეგ ბუმ გაიტაცა, ფოტო კი ამ ყველაფრის კომბინაცია იყოს,“ – აღნიშნავს ბლექი.

მას შემდეგ, რაც პორტალმა ფოტო გაავრცელა, მის ავთენტურობას სოციალურ ქსელებში განიხილავენ. არის თუ არა ფოტოშოპი, სპეციალისტები ჯერ არაფერს ამბობენ.

18935715-mmmain

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები